პრეზიდენტი ვერდიქტის მოლოდინში - რა პოლიტიკური ბრალდებები ისმოდა სასამართლოში?
საქართველოს პრეზიდენტი ვერდიქტის მოლოდინში - უპრეცედენტო სასამართლო დავა იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდით. სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალაც გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლეთა ცხრა კაციანი ჯგუფი სათათბიროდ გავა. 15 ოქტომბრამდე პლენუმმა უნდა თქვას, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა. მთავარი ამბავი კი სწორედ ამის შემდეგ იწყება.
რა გავიგეთ დღევანდელი სხდომიდან? "ოცნების" ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ სალომე ზურაბიშვილი ნებართვას მთავრობიდან არ მიიღებს, არა მხოლოდ საზღვარგარეთ ვიზიტების უფლება, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების უფლებაც კი არა აქვს. კონსტიტუციაში გაწერილი სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი კი "ოცნებისთვის" არაფერს ნიშნავს. ეს იყო დღეს კობახიძის მთავარი არგუმენტი. შვიდ საათიანი სხდომა ხმაურის და შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა.
რა პოლიტიკური ბრალდებები ისმოდა სასამართლოში? - ყველა დეტალი რუსუდან დუმბაძის ჩართვიდან