იმპიჩმენტის პროცესის მეორე და უკიდურესად დაძაბული დღე - კობახიძეს ნერვებმა უმტყუნა და შეურაცხყოფაზე გადავიდა
იმპიჩმენტის პროცესის მეორე და უკიდურესად დაძაბული დღე - ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი თავდასხმაზე გადავიდა. როდესაც მმართველი პარტიას პრეზიდენტის წარმომადგენლების კითხვა არ მოსწონდათ, სიტყვას აწყვეტინებდნენ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებსაც და მოსამართლეებსაც. ბოლოს დარბაზში ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სასამართლოს თავმჯდომარე მხარეებს მიკროფონების გათიშვით ემუქრებოდა. ირაკლი კობახიძე სამი საათის განმავლობაში ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ პრეზიდენტი მხოლოდ სიმბოლური ფიგურაა და მას შეწყალების გარდა არაფრის უფლება არ გააჩნია.
პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ ღირსეულად და ის უნდა წავიდეს - ამ სიტყვებით კობახიძემ, ფაქტობრივად, ღიად გათქვა "ქართული ოცნების" რეალური ჩანაფიქრი. მოსამართლეების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია სად გადის პრეზიდენტის თავისუფლების ზღვარი და ხომ არ იყო პარლამენტის სარჩელი პოლიტიკური შურისძიება ხელისუფლების მხრიდან. კობახიძის ვრცელი ლექცია კი ბოლოს სრულ აბსურდამდე მივიდა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს მთავრობის თანხმობის გარეშე ტელეფონზე პასუხის უფლებაც არ ჰქონია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.