"ოცნების" მხარდამჭერები დარბაზის შესავსებად - ცარიელ ადგილებს ირაკლი კობახიძის პირადი დაცვაც ავსებდა
იძულებით მიყვანილი "ოცნების" პარტაქტივი სასამართლო დარბაზის შესავსებად - უკვე ორი დღეა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზი გადავსებულია მმართველი პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებით. ეს იმიტომ, რომ სხვას ისტორიულ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. ადამიანები, რომლებიც "ოცნებამ" სასამართლოში მიიყვანა, მთელი პროცესის დროს ტელეფონებში ხან "ფეისბუქსს" სქროლავდნენ, ხან თამაშობდნენ. დარბაზში ცარიელ ადგილებს ირაკლი კობახიძის პირადი დაცვაც ავსებდა.
რა პროცესს ესწრებიან, ჯერ ვერ გაარკვიეს. იციან, რომ პრეზიდენტმა რაღაც დაარღვია, მაგრამ რა, ვერ მიხვდნენ. ამტკიცებენ, რომ მოსწონთ მხოლოდ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლები, თუმცა რაზე საუბრობს "ოცნების" ბოსი სასამართლო სხდომაზე, შინაარსი არ ახსოვთ. სამაგიეროდ, ამ პოლიტიკური მორჩილებისთვის ჯილდო უკვე მიიღეს. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ პარტაქტივს რესტორანში დიდი სუფრა გაუშალეს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას სიუჟეტში.