დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი მესამედ პოლიტიკაში მეექვსე პრეზიდენტის სტატუსით?

04.10.23 20:20
დაბრუნდება თუ არა ივანიშვილი მესამედ პოლიტიკაში მეექვსე პრეზიდენტის სტატუსით?

დაბრუნდება თუ არა მესამედ პოლიტიკაში მეექვსე პრეზიდენტის სტატუსით?  - ოლიგარქის საიდუმლო პოლიტიკური თამაში მისმა ერთ დროს ნდობით აღჭურვილმა პირმა გაშიფრა.

გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს,რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მთელი ამ სპეცოპერაციის მიზანი ივანიშვილის გაპრეზიდენტება იყოს. რაში სჭირდება ოლიგარქს ეს თანამდებობა, ადვილი მისახვედრია. დასანაქცირების რისკის ქვეშ მყოფი ივანიშვილისთვის პრეზიდენტის სტატუსი ახლა ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი იქნება.

ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ  კობახიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ასე თავდადებით ოლიგარქის გაპრეზიდენტების გამო იბრძვის.

ფაქტია, რომ პარტიის თავმჯდომარისთვის ამ ეტაპზე პოლიტიკური დღის წესრიგის ერთადერთ საკითხად სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გაშვება იქცა. ამისთვის "ოცნება" ყველა გზას იმარტივებს. იმპიჩმენტი პარლამენტში ფარული კენჭისყრით ჩატარდება, როცა ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვინ გადააყენა პრეზიდენტი. "პირველების" ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდს საჭიროზე მეტი ხმაც კი აქვს შეგროვებული.

რატომ არის  ქართული ოცნებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პოსტი - ნანუკა ქაჯაია განაგრძობს "პირველების" ეთერს.

მსგავსი სიახლეები