სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - გომელაურის უწყების თანამშრომელმა თანაკლასელი სამსახურებრივი იარაღით მოკლა

04.10.23 20:28
სისხლიანი გარჩევა ეკლესიის ეზოში - გომელაურის უწყების თანამშრომელმა თანაკლასელი სამსახურებრივი იარაღით მოკლა

თანაკლასელების საბედისწერო ქეიფი ჭიკაანში. მკვლელობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ბრალდებული. თემურ ოთინაშვილი, რომელიც თბილისიდან კლასელების შეკრებაზე ჩავიდა, სუფრაზე მეგობარს დაუპირისპირდა. რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ, პოლიციელმა იარაღი ამოიღო და გელა გუჩმაზაშვილს გულის არეში ესროლა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც დაპირისპირებული თანაკლასელების გაშველებას ცდილობდა. 

მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელი თავად ჩაბარდა სამართალდამცველებს. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო ჭიკაანში მომხდარი ანგარიშსწორების რეალური მიზეზი.  ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულიც შეიარაღებული იყო. დანაშაულის ადგილიდან მისი ცივი იარაღია ამოღებული. ოქროს მოწმე, რომელიც ასევე დაჭრილია, ახლა გურჯაანის საავადმყოფოში იმყოფება და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას სამი ტყვია ფეხში აქვს ნასროლი.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები