შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, პოლიცია ვიდეო მასალის გადამღებს და გამავრცელებელს კარდაკარ ეძებს

04.10.23 20:36
შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, პოლიცია ვიდეო მასალის გადამღებს და გამავრცელებელს კარდაკარ ეძებს

შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, პოლიცია გლდანში სკანდალური ვიდეო მასალის გადამღებს და გამავრცელებელს კარდაკარ ეძებს. სამართალდამცველების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს რამდენიმეწამიანი უწყვეტი კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ განზრახ ავტომობილის შეჯახებას და დეპუტატის დაზიანებას. ავტომობილს კი ამ დროს გლდანელი "პუშკინა" იგივე გიორგი მჭედლიშვილი მართავდა, რომელიც პოლიციას ჯერ არც კი გამოუკითხავს. 

სამართალდამცველების მთავარი ინტერესი არათუ დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეების დასჯაა, არამედ ის, თუ ვინ გაავრცელა სკანდალური კადრები. ძებნის ოპერაცია პოლიციამ  დაზარალებული დეპუტატის სახლიდან დაიწყო. სამართალდამცველები ირაკლი ეძგვერაძის ბინაში იმ დროს შეცვივდნენ, როდესაც სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ კი მეზობლების გამოკითხვა დაიწყეს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები