კიდევ ერთი რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღებულია

04.10.23 20:38
კიდევ ერთი რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღებულია

75 ხმით კიდევ ერთი რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღებულია. მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილმა  ცვლილებებმა შესაძლოა, პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვიოს. უკვე დაანონსებულია საპროტესტო აქცია პარლამენტთან, თუმცა მანამდე, კანონი დიდი დაპირისპირების მიზეზი სესიაზე გახდა. უმრავლესობას ცვლილების მიღება ფორსირებულ რეჟიმში აქვს დაგეგმილი. ხალხის პროტესტით შეშინებული ხელისუფლება უკიდურეს ზომებამდე მიდის. 

ცვლილებების რუსულ კანონად გამოცხადებამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე წყობიდან გამოიყვანა. თუმცა ფაქტია, რომ ოცნება სწორედ რუსული მეთოდებით ცდილობს საზოგადოების დაშინებას. იკრძალება კარვების გაშლა, სცენის დამონტაჟება და ხმის გამაძლიერებლები. ეს კანონი  გაცილებით უფრო მძიმე პროტესტს გამოიწვევს - აფრთხილებს ოპოზიცია ხელისუფლებას. თუმცა ოცნება გეგმებში ცვლილებების შეტანას არ აპირებს და ხვალ კანონს საბოლოოდ დაამტკიცებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები