ფარცხალაძის ფაქტორი - ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა დიდი რისკის ქვეშ დგას
ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა დიდი რისკის ქვეშ დგას. ასეულობით მილიონი დოლარის დახმარება, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო, შეჩერებულია. ამ ფასს იხდის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ ოთარ ფარცხალაძეზე გადაფარება გადაწყვიტა და ეროვნულ ბანკს სანქციების აღსრულების წესი შეაცვლევინა. მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს სავალუტო ფონდი აღარ ენდობა და მისი პროგრამაც გაურკვეველი დროით გაჩერებულია. ეს კი ქვეყნისთვის განაჩენის ტოლფასია. რადგან არცერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია საქართველოში ინვესტიციას აღარ ჩადებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის სიუჟეტში.