"იქნებ, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით შევმოსოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა" - კახაძე

04.10.23 21:01
"იქნებ, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით შევმოსოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა" - კახაძე

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ნალექები მუდმივად იქნება, თუმცა საქართველოს სოფლების სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით შემოღობვა, ადეკვატური გამოსავალი იქნება.

კახაძის მტკიცებით, მმართველ პარტიას განვლილი გამოცდილება აძლევს საშუალებას, რომ პრობლემის გადასაჭრელად ახალი გზა გამონახოს.

სეტყვა მუდმივად იქნება და გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას რომ, არის გზა კიდევ ერთის, სადაც  ჩვენი თავი დავინახოთ - სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები. ჩვენ კომპენსაციის სახით დიდ ფულს ვიხდით, იქნებ მოსახერხებელი იყოს. იქნებ, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით შევმოსოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა - აღნიშნა ლადო კახაძემ.

მსგავსი სიახლეები