"პუტინისტური სტანდარტი - ივანიშვილს საკონსტიტუციო სასამართლო ჯიბეში ჰყავს" - გედევან ფოფხაძე
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ ოცნების დამფუძნებელი პუტინისტური სტანდარტით მოქმედებს.
როგორც მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, ხელისუფლება იბრძვის რუსეთისთვის, რადგან რუსეთში ხედავენ საკუთარ თავს.
როგორც "ქართუ ბანკში" ნიშნავდნენ ხალხს, ისე ნიშნავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ბიძინა ივანიშვილს აქვს ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც პრეზიდენტი ჰქონდა, მაგრამ პრეზიდენტი წაართვეს და ახლა ცდილობს, ერთით მეორეს დაბრუნებას. ეს არის პუტინისტური სტანდარტი სახალხო დემოკრატიის წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან რუსეთისთვის, რადგან რუსეთში ხედავენ საკუთარ თავს. სამართლებრივ სახელმწიფოში ჯიბის მოსამართლეების ადგილი ციხეშია - აღნიშნა ფოფხაძემ.