ჩუგოშვილმა "დაღეჭა" კობახიძე, თავიდან აქვს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებელი - გოგიჩაიშვილი
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ხელახლა ჩააბაროს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა მოპასუხე ირაკლი კობახიძე "დაღეჭა".
კობახიძეს თავიდან აქვს ჩასაბარებელი იურიდიულ ფაკულტეტზე, იმდენად სუსტი და არაკვალიფიციურია. ის როგორც იქცევა და რა ნაბიჯებსაც დგამს, ამას განათლება არ სჭირდება. ჩუგოშვილმა პირველ ათ წუთში დაუმთავრა მისი აწყობილი სცენა, პირდაპირ დაღეჭა კობახიძე და დღეს მაგიტომ იქცეოდა თამარის მიმართ ასე უზრდელურად.