"კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება
ე.წ. გადატრიალების საქმე - დღეს "კანვა საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე მივა.
მელაძის თქმით, ის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი.
საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა!
ბრძოლა მიღებულია!- ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე განცხადება გაავრცელა. ლილუაშვილის უწყება ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს და ირწმუნება, რომ ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები თბილისში ხელისუფლების დამხობის მასტერკლასებს ატარებდნენ.