ცირკი მოგვიწყვეს, დამნაშავეებად გამოგვაცხადეს, აგენტ ფარცხალაძეზე კი არაფერს ამბობენ

05.10.23 11:24
ცირკი მოგვიწყვეს, დამნაშავეებად გამოგვაცხადეს, აგენტ ფარცხალაძეზე კი არაფერს ამბობენ

ორგანიზაცია "კანვა საქართველოს" თანამშრომლების თქმით, მმართველმა პარტიამ ცირკი დადგა და პოტენციურ დამნაშავეებად ის ადამიანები გამოაცხადა, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ.

ნინო გოგიბერიძის აზრით, მიმდინარე პროცესები ფაბულაა, რომელიც პროპაგანდისტული მიზნებისთვის არის გამოყენებული.

ჩვენ მოგვიძღვნეს ორი ბრიფინგი, პოტენციურ დამნაშავეებად წარმოგვაჩინეს, დადგეს ცირკი და მაგალითად, ჩემი სერბი კოლეგები ქვეყნიდან ისე გააცილეს, რომ არაფერი უთხრეს და ამავე ფონზე, დადასტურებული "ეფ ეს ბეს" აგენტის ოთარ ფარცხალაძის შესახებ არაფერი არ იცით, რაიმე ინფორმაცია გაქვთ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება და ა.შ. ეს არის ფაბულა, რომელიც პროპაგანდისტული მიზნებისთვის არის გამოყენებული. ცირკი, რომლის მონაწილეებიც ვართ - აღნიშნა ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.

აქტივისტი ნიკა ფარულავას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოაჩინა, თუ რომელ ფლანგზე ხედავს საკუთარ თავს.

რაღაც შეთქმულების თეორიებით ებრძვის ყველა არადემოკრატიული რეჟიმი კრიტიკულ აზრს, რომლითაც თითქოს, იცავენ მოქალაქეებს, აბსურდული თეორიები, რომლებიც დამახასიათებელია პუტინისთვის და ლუკაშენკოსთვის. რომელ ფლანგზე ხედავს საკუთარ თავს ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა - განაცხადა ფარულავამ.

 

 

მსგავსი სიახლეები