კარვების კანონს კომიტეტმა მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქცია 14:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან, რომელთა თქმით, რუსულ მთავრობას მორიგი რუსული კანონის დამტკიცებას არ გაატანინებენ.