რუსული აგენტურა ძალიან ნერვიულობს - გიორგი მელაძე

05.10.23 11:11
რუსული აგენტურა ძალიან ნერვიულობს - გიორგი მელაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვების სერია დაიწყო - ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ორგანიზაცია "კანვა საქართველოსთვის" დირექტორი, გიორგი მელაძე იკითხება. 

მელაძე ფიქრობს, რომ დღესდღეობით მთავრობა ყველანაირად ცდილობს, ყალბი სიუჟეტების გავრცელებით თავი აარიდონ მთავარ პრობლემას, რომელიც მანიფესტაციებისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

დღეს უკვე ყველაფერი ცხადია. დღეს მთავრობა ცდილობს კბილებით გაათრიოს პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი კანონი, რომელიც შეზღუდავს მანიფესტაციებისა და შეკრების თავისუფლების არსებულ რეჟიმს და ალბათ, ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის, ასეთი ყალბი სიუჟეტების მონტაჟის გავრცელებით, რომ მაქსიმალურად ყურადღება აარიდონ ამ მთავარ პრობლემას. ძალიან ნერვიულობს რუსული აგენტურა ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი იქნება მისთვის დამაზიანებელი და ყველანაირად ცდილობენ ხელის შეშლას. ჩვენი ორგანიზაციის სახელი ყველგან საფრთხობელად უჭირავთ ავტორიტარულ რეჟიმებს და მართლაც, თუ დაგუგლავთ ნახავთ, რამდენი ავტორიტარული მთავრობა ცდილობს დააშინოს აქტიური საზოგადოება - გიორგი მელაძე.

მსგავსი სიახლეები