მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ, იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან - იმერლიშვილი

05.10.23 11:11
მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ, იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან - იმერლიშვილი

მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ  - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მორიგი საკონსტიტუციო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

იმერლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგებიც  ზუსტად ასე მოიქცევიან.

მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად იმიტომ სვამენ ამდენ შეკითხვას, რომ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. არცერთი შეკითხვა არ დასმულა, რომელზე პასუხისთვისაც მხარეებს თავი აერიდებინათ. ასეთი შეკითხვა არ დასმულა, თუმცა მათ აქვთ უფლებაც, რომ არ გვიპასუხონ“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი, დღე მესამე -  ყურადღების ცენტრშია ბათუმი და საკონსტიტუციოო სასამართლოა. მოსამართლეთა პლენუმს სხდომათა დარბაზში 11:00 საათისთვის ელოდებიან. პროცესი სამართლებრივი პაექრობის რეჟიმით გაიხსნება.

კობახიძის გუნდი და პრეზიდენტის წარმომადგენლები ერთმანეთს კითხვებს დაუსვამენ, შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით ისარგებლებენ.

მსგავსი სიახლეები