ბანკებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მოემსახურებიან - თურნავას შეცვლილი რიტორიკა
ნათია თურნავას შეცვლილი რიტორიკა - "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სებ-ის ვიცე-ორეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ფაქტობრივად, ყველა აქამდე ნათქვამი საკუთარი სიტყვა უკან წაიღო და თქვა, რომ კომერციულმა ბანკებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ვის მოემსახურებიან.
თქვენ რომ მიბრძანდეთ ბანკში თქვენი ანგარიშიდან თანხის გამოსატანად და იყოთ სანქცირებული, ბევრი რამ ბანკზე იქნება დამოკიდებული. ბანკს აქვს უფლება, რომ გაგატანოთ თანხა, მაგრამ არსებობს კანონი კომერციულიო ბანკების შესახებ, რომელიც აძლევს ბანკებს უფლებას, ნებისმიერი საეჭვო კლიენტის შემთხვევაში არ განახორციელოს ფინანსური მომსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკმა შიდა პროცედურებით შეაფასოს თქვენთან ურთიერთობის რისკიანობა. ბრძანების მიხედვით წერია, რომ სანქციები უნდა გაავრცელონ მაშინ, როდესაც მათ ექნებათ ხელში გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე არსებობს კომერციული ბანკების შესახებ კანონი, რომელიც ბანკს ავალდებულებს თავად შეაფასოს, რამდენად რისკიანია კლიენტთან ურთიერთობა. პასუხისმგებლობის გადანაწილება ჩვენსა და ბანკებს შორის ყოველთვის ხდებოდა. ახლა ბანკებზე არის დამოკიდებული ყველაფერი - აღნიშნა ნათია თურნავამ.