ოპონენტები მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ - კობახიძე

05.10.23 11:37
ოპონენტები მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ - კობახიძე

"მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

ოპონენტები მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ - უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ. 

ზოგადად, საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, აბსურდულ თემებზე წარიმართება მსჯელობა. იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს დღესაც იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ დავის საგანთან.

 გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა რეალურად ეს ყველაფერი, დაადასტურა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა აქაც აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ჩვენ ვდავობთ.

იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია“,- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები