პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მოსამართლეები არ მალავენ, რომ წინასწარი დასკვნები უკვე გაკეთებული აქვთ
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, დღე მესამე - მოსამართლეებმა, მხარეებთან კითხვების დასმაა უკვე დაასრულეს, დღეს კი პლენუმის ზოგიერთი წევრი აღარ მალავს, რომ წინასწარი დასკვნები უკვე გაკეთებული აქვთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, საკონსტიტუციოს ყველა წევრს, მათ შორის მოსამართლეებს აქვთ საკუთარი მოსაზრებები, თუმცა "ეს მოსაზრებები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას".
ბუნებრივია ყველა პროცესის მონაწილეს, მათ შორის მოსამართლეებს აქვს გარკვეული აზრები, თუმცა ეს აზრები არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას. პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება რა თქმა უნდა ფიქრს, დისკუსიას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას მოითხოვს და არა მგონია ისე მარტივად იყოს საქმე, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გამოჰქონდეს ვერდიქტი", - ამბობს მერაბ ტურავა.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მოსამართლის, ირინე იმერლიშვილის თქმით, ის ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც ფიქრობს.
ევა გოცირიძეც არ მალავს, რომ პროცესზე საერთო მოსაზრება უკვე შეექმნა.