თურნავამ ოცნების პროპაგანდა ჩამოშალა - სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ფარცხალაძეს სერიოზული მოკვლევის გარეშე აშშ არ დაასანქცირებდა

05.10.23 11:54
თურნავამ ოცნების პროპაგანდა ჩამოშალა - სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ფარცხალაძეს სერიოზული მოკვლევის გარეშე აშშ არ დაასანქცირებდა

ნათია თურნავამ ოცნების პროპაგანდა ჩამოშალა - ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ფარცხალაძეს სერიოზული მოკვლევის გარეშე აშშ არ დაასანქცირებდა.

"რადიო თავისუფლებასთან" საუბრის დროს თურნავა აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაწეული შრომისთვის ეჭვისთვალით ყურების უფლება მას არ გააჩნია, ხოლო კომერციულმა ბანკებმა საკუთარი ანალიზის საფუძველზე უნდა აღასრულონ სანქციები.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში, ან რა უფლება გვაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ აშშ-ს პროკურორების გაწეული სამუშაო ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით. საჯარო ვერ იქნება, რადგან არსებობს საბანკო საიდუმლოება.

მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბანკები მიუყენებდნენ მკაცრს შეზღუდვებს ოთარ ფარცხალაძეს, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები საკორესპონდენტოებთან, შეასრულონ კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც მათ ავალდებულებთ შეაფასონ რისკები, აღასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რაც მათ ხელშეკრულებებით აქვთ გაწერილი. და მეოთხე, ყველა კლიენტთან მიმართებით მათ ეს ვალდებულება გადმოტანილი აქვთ და უწერიათ, რომ თუ პირი არის სანქცირებული, ისინი წყვეტენ მათთან ურთიერთობას.

ჩვენი ბრძანება მოვიყვანეთ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკები საკუთარი ანალიზის საფუძველზე აღასრულებენ სანქციებს - განაცხადა თურნავამ.

მსგავსი სიახლეები