გამორთოს ტელეფონი, ჩაიკეტოს ოთახში და დაიწყოს ფიქრი - დათუნაშვილი თურნავას აკრიტიკებს

05.10.23 12:49
გამორთოს ტელეფონი, ჩაიკეტოს ოთახში და დაიწყოს ფიქრი - დათუნაშვილი თურნავას აკრიტიკებს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი ნათია თურნავას ეროვნული ბანკის განადგურებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრი თურნავას პოლიტიკას მავნებლურს უწოდებს. დათუნაშვილი მას გაჩუმებას  და სავალუტო ფონდის აღდგენაზე ფიქრს ურჩევს. 

ნათია თურნავამ დაკარგა დღეს საბოლოოდ თავისი რეპუტაცია. "სები" დღეს განადგურებულია, ბევრად უფრო დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნებს აქვთ საქართველოზე ბევრად უკეთესი საბანკო სისტემა, რადგან მათ აქვთ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი. ბანკები არიან რეგულირებად სფეროში, ისინი არ ოპერირებენ დამოუკიდებლად. ახლა რასაც იგი აკეთებს, ეს არის მავნებლობა ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ყველაზე კარგი ვარიანტი რისი გაკეთებაც მას შეუძლია, გაჩუმებაა. გამორთოს ტელეფონი, ჩაიკეტოს ოთახში და შეეცადოს იმაზე ფიქრი გააგრძელოს, თუ როგორ უნდა მოაბრუნოს სავალუტო ფონდი ამ ქვეყანაში - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები