ბანკებზე პასუხისმგებლობის გადატანა ნიშნავს, რომ თურნავას და "ოცნებას" სანქციების ეშინია - ნადირაძე
ნათია თურნავას შეცვლილ რიტორიკას ოპოზიციაში ეხმიანებიან. საქმე ეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულების განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბანკებმა თავად უნდა გადწყვიტონ, ვის მოემსახურებიან.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ახლა სანქციების შიშით თავის მართლების რეჟიმზეა გადასულია.
ნათელა თურნავა და მთელი "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ თავი იმართლონ იმის გამო, რომ შეიძლება ხვალ, ზეგ ეს სანქციები ამ გადაწყვეტილების გამო მათაც დაემუქროთ. ბანკებზე პასუხისმგებლობის გადატანა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ ამ სანქციების და საქმე საქმეზე რომ მიდგება თქვან, ჩვენ რა შუაში ვართ, აგერ ბანკები, მათ შეეძლოთ სანქციები თავად გაეტარებინათ ან სანქციებისგან თავის არიდება საკუთარი შეფასების საფუძველზე გაეკეთებინათ - აღნიშნა ნადირაძემ.