პარლამენტი მედიას შეზღუდვებს უწესებს

05.10.23 11:13
პარლამენტი მედიას შეზღუდვებს უწესებს

შალვა პაპუაშვილმა მედიის შემზღუდავი ახალი განკარგულება გამოსცა, "ოცნების" გადაწყვეტილებით, აპარატის თანამშრომელს თანხმობის გარეშე ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალება. 

ცვლილებები პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება.  

"მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე", - წერია განკარგულებაში. 

 

მსგავსი სიახლეები