თქვენ უფლებამოსილება და სტატუსი მგონი ერთმანეთთან გაქვთ არეული - კოპალეიშვილი "ოცნების" წევრებს

05.10.23 12:30
თქვენ უფლებამოსილება და სტატუსი მგონი ერთმანეთთან გაქვთ არეული - კოპალეიშვილი "ოცნების" წევრებს

"თქვენ უფლებამოსილება და სტატუსი მგონი ერთმანეთთან გაქვთ არეული" - ასე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ კოპალეიშვილმა "ოცნების" წევრებს, რომლებიც მესამე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონი დაარღვია. 

მისი თქმით, "საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე -3 მუხლი განსაზღვრავს  პრეზიდენტის უფლებამოსილებას. სტატუსი მან მოიპოვა როგორც სახელმწიფოს მეთაურმა".

თქვენ კონკრეტული უფლებამოსილების გარეშე,  როგორც პარლამენტის წევრი ამ უფლებამოსილებას, რაც მესამეშია ვერ განახორციელებთ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება განახორციელოს არ სჭირდება სპეციალური თანხმობა საქართველოს მთავრობისგან. ეს არის მისი უფლებამოსილება, მაგრამ ეს უფლებამოსილება მან მოიპოვა იმ სტატუსიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ,,საქართველოს სახელმწიფოს პრეზიდენტი“ და ,,საქართველოს მეთაური“. სტატუსი სამართლებრივი მდგომარეობაა. თქვენ უფლებამოსილება და სტატუსი მგონი ერთმანეთთან გაქვთ არეული. ის, რომ ბატონმა ირაკლიმ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციის შემუშავებაში, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დეტალში ერკვეოდეს"- ამბობს კოპალეიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები