ვფიქრობ, გახარია ბიძინას თამაშია - გიორგი ვაშაძე

05.10.23 12:36
ვფიქრობ, გახარია ბიძინას თამაშია - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმართულ იმპიჩმენტის პროცესს, მხარს ენმ-ი და "სტრატეგია აღმაშენებელ" არ დაუჭერს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი გახარიას პარტიის სკანდალურ ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ხაბეიშვილის გუნდის ოცნებას ჩუმად ელაპარაკება.

კენჭისყრაზე თუ არ ვართ, (როგორ) შეგვიძლია ხმა მივცეთ? როგორ, ასე, გარედან, ჰაერიდან მისცემსო? გახარიას პარტია, დაუშვილები და სხვები იმდენს ლაპარაკობენ, რომ სხვა მისცემს ხმას, მგონი, თვითონ აქვთ დაგეგმილი ხმის მიცემა. იმდენად აუტანელია მათი ეს განცხადებები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ხომ კარგად ხართ საერთოდ? თუ ხმის მიცემა გინდათ, სხვა ნუ კი აბრალებთ, წადით და მიეცით ხმა. ხალხი გაიგებს, რომ ბიძინას თამაში თქვენც ხართ. აი, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ გახარია ბიძინას თამაშია, ეს სისულელეები, რასაც ბოდავენ. კიდევ ვამბობ, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნულია შანსი, რომ ვინმემ ხმა მისცეს. ამ ადამიანებს იქნებ აუხსნათ, რომ ამდენი ლაპარაკით, თავს იწვავ. მგონი მართლა უნდათ ხმის მიცემა და ამით გაირკვევა, საბოლოოდ, რომ ეგენიც ბიძინას თამაში არიან - აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები