ბიძინამ შოუ დადგა, ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი - ვაშაძე

05.10.23 12:41
ბიძინამ შოუ დადგა, ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი - ვაშაძე

"ბიძინამ შოუ დადგა. ერთ მხარეს მსახიობი კობახიძე ჰყავთ, მეორე მხარეს მსახიობი - ზურაბიშვილი" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის მიმართ წარმართულ იმპიჩმენტის პროცესს. ვაშაძის თქმით, ამ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ინტერესი არ არის გათვალისწინებული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ყოვლად ფარსია, ამიტომ იგი ფიასკოთი დამთავრდება.

ამას გვაყურებინებს ორი-სამი დღეა. კითხვას გისვამთ, საქართველოს მოქალაქე და მისი ინტერესი სად არის ამ პროცესში? სად არის საქართველოს და ევროინტეგრაციის ინტერესი? არც ერთი ამ სამიდან არ არის. სამწუხაროდ, ეს თვითონ ფარსია თავიდან ბოლომდე, რომელიც ფიასკოთი დამთავრდება. თავიდანვე გათვალეს. საკითხი ძალიან კონკრეტულია. შემდგომი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ აირჩევა. მას ირჩევენ ქოც, ფარცხალაძის მცველი ხმოსნები. დეპუტატები, საკრებულოს წევრები და ა.შ. ვინც ფარცხალაძეს იცავენ. ეს ადამიანები ხვალ და ზეგ პრეზიდენტს ირჩევენ. იმ თავითვე გამორიცხულია, რომ ოპოზიცია ამაში წავიდეს. აბა, პირდაპირი არჩევანი იყოს, მერე თუ გაბედავდნენ საერთოდ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები