გესწავლათ აკაკი შანიძის გრამატიკა - კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს
გესწავლათ აკაკი შანიძის გრამატიკა - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს სასამართლო პროცესზე. იმპიჩმენტის საქმის ისტორიულ პროცესზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე თავდასხმის რეჟიმზეა გადასული.
პირველი კურსის უმარტივეს კაზუსად მონათლული საქმე, კობახიძისთვის ახლა სასკოლო მასალა გახდა.
მე როგორც აღვიქვი, არც ქალბატონი ევას კითხვა იყო იურიდიული და არც ჩემი, ეს იყო გრამატიკული შეკითხვა. 49-ე არ მაინტერესებს, გრამატიკა მაინტერესებს. აკაკი შანიძის გრამატიკა, რომელიც პირველ კურსზე კი არ ისწავლებოდა, არამედ მეშვიდე კლასში. ახლა პირველი კურსიდან ჩავედით მეშვიდე კლასში. აკაკი შანიძის სახელმძღვანელომდე, ძაან კარგი სახელმძღვანელო თუ არის, გესწავლათ მერე". - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ განცხადებას დარბაზში გიორგი კახიანის მხრიდან სიცილი მოჰყვა, რასაც პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ის, რომ კობახიძემ კონსტიტუციის შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყველა დეტალში ერკვევა.
თქვენ თქვენი უფლებამოსილება და სტატუსი ერთმანეთთან გაქვთ არეული. ის რომ ბატონმა ირაკლი მონაწილეობა მიიღო ამ კონსტიტუციის შემუშავებაში, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყველა დეტალში ერკვეოდეს". - განაცხადა კოპალეიშვილმა.