ჩუგოშვილი ოხანაშვილზე: რამის თავი თუ აქვს, პროცესზე გვეკამათოს
ოხანაშვილს ვურჩევთ, რომ რამის თავი თუ აქვს, პროცესზე გვეკამათოს - ასე პასუხობს პრეზიდენტის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი "ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის კომენტარს, სადაც პარლამენტარმა მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი "დარბაზიდან გაქცევაში" დაადანაშაულა.
"გუშინ ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით და ოხანაშვილს ვურჩევთ, რომ რამის თავი თუ აქვს, პროცესზე გვეკამათოს, აქ დგომას, სამი დღეა ზის და ხმა არ ამოუღია საერთოდ სასამართლო პროცესზე", - თქვა ჩუგოშვილმა.
გუშინ ოხანაშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ გაუძლეს მარტივ შეკითხვებს და გაიქცნენ სასამართლო დარბაზიდან".