კანონი აქციების წინააღმდეგ - ოპოზიციამ "ოცნების" თვალებში შიში ამოიკითხა

05.10.23 13:46
კანონი აქციების წინააღმდეგ - ოპოზიციამ "ოცნების" თვალებში შიში ამოიკითხა

ამ წუთებში პარლამენტში ე.წ. კარვების კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" რეპრესიულ კანონად შეფასებული პროექტის მეორე მოსმენით მიღებას ცდილობს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი რუსული დავალების შესრულება, რომელიც საზოგადოების დაშინებას ემსახურება.

ხატია დეკანოიძის თქმით,  "ოცნებას" ბანერიანი ადამიანების ეშინია. 

ხატია დეკანოიძემ პარლამენტის უმრავლესობას შეახსენა ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ მასზე ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, კვლავ საქართველოში დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოსთან დგას. 

კონსტრუქციებზე კი არა საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია რა უდევს ჩანთაში, შემოდის შენობაში და ამ დროს თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელთაც ხელში ბანერი უჭირავთ. მთავარი პრობლემა არის სტანდარტი, რომლითაც მიდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების - აღნიშნა დეკანოიძემ.

რეპრესიული კანონის შემოღებას გიორგი ვაშაძეც ხელისუფლების შიშებს უკავშირებს. "თქვენ გეშინიათ სიტყვის"- მიმართა მან ხელისუფლებას. 

ყველაზე მეტად 7-8 მარტს თქვენ შეგაშინათ არა კარვებმა, არამედ სიტყვებმა. მოდი ამკრძალავი ნორმა ჩავდოთ, რომ სიტყვა ალყა და მსგავსი სიტყვები აკრძალული იყოს აქციების დროს, უფრო მაგრად მოგეხმარებათ თქვენი შიშებისა და მაგარი შფოთვების დამარცხებაში - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები