ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს

05.10.23 13:39
ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ისაუბრა. ასლან ბჟანია პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთთან კავშირების გარღმავებაზეა ორიენტირებული. 

ჩვენი მიზანია, რომ რუსეთთან კავშირები გაღრმავდეს. 2014 წლის აფხაზურ-რუსული შეთანხმებით რუსეთის ფედერაციამ აიღო ვალებულება, შექმნას პირობები აფხაზეთის ინტეგრაციული პროცესებისთვის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირი ეს არის ახალი სინერგია, ეს არის შესაძლებლობა იმ ეთნოსების გავითარებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ამ სახელმწიფოებში, ეს იძლევა უფრო მეტი უსაფრთხოების შესაძლებლობას, - თქვა ბჟანიამ. 

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჯანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც  აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც. 

მსგავსი სიახლეები