"ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ" - კობახიძე კოპალეიშვილს
სიტყვიერი დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში - პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძეს თვითკმაყოფილი უწოდა - "თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი" - მიმართა კოპალეიშვილმა კობახიძეს.
კოპალეიშვილს კობახიძე დაეთანხმა და უთხრა: "დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ"
დაპირისპირება და კოპალეიშვილის რეპლიკა კობახიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა - "ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი". კოპალეიშვილმა ამაზე კობახიძეს უპასუხა, რომ პროცესი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიჰყავთ.