პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც არ გავატარებ - კოპალეიშვილი კობახიძეზე

05.10.23 13:51
 პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც არ გავატარებ - კოპალეიშვილი კობახიძეზე

პროვოკაციულ კითხვებს სვამს, რასაც ბუნებრივია, არ გავატარებ - ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კითხვას, პრეზიდენტის მიერ ვიზიტების საკუთარი ხარჯებით ანაზღაურების თაობაზე, პრეზიდენტის წარმომადგენლებმა თავი აარიდეს.

„რამდენჯერმე იყო ეს კითხვა და მე ვუპასუხე. ასეთ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მე ბუნებრივია, ამას არ გავატარებ, მერე გამოვა და სრულიად მიუღებელ კომენტარებს აკეთებს გარეთ. ეს მეტყველებს, რომ თურმე არ გვისმენს და წინასწარი პოზიცია აქვს, რომელიც უნდა, რომ ტელევიზიებისთვის დააფიქსიროს. წინასწარი პოზიცია რომ აქვს ჩამოყალიბებული, ეს პრობლემაა. ბატონმა გიორგიმ დასვა კითხვა გუშინ და მე ვუპასუხე, როგორც ჩანს, თქვენ სათანადო ყურადღებით არ გამოირჩეოდით იმ მომენტში“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

კობახიძის განმარტებით კი, მისი კითხვა სხვა ფორმით იყო დასმული.

„მე სხვა კითხვა დავსვი ბიუჯეტთან დაკავშირებით და პატივცემულმა სასამართლომ - სხვა. სხვა ფორმით დავსვი. პასუხის არგაცემაც პასუხია“, - განაცხადა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები