ხელისუფლება აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემების მიჩქმალვას ცდილობს - გიორგი ვაშაძე

05.10.23 13:52
ხელისუფლება აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემების მიჩქმალვას ცდილობს - გიორგი ვაშაძე

ხელისუფლება აფხაზეთისა და სამაცაბლოს თემების მიჩქმალვას ცდილობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულება და მათი ინტერესების გატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.  

აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა გაწეულია მაქსიმალურად პროცესებიდან და ცდილობენ, რომ მიჩქმალონ და საბოლოო ჯამში, ჩვენ შეიძლება იმდენად მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეიქმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რუსეთთან ფარცხალაძეებზე საუბრის მიჰყავს აქამდე საქმე. როცა შენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს იცავ, აი, რუსეთი გპასუხობს ასე, - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც  აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც. 

ბჟანიამ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთება არ გამორიცხა. 

მსგავსი სიახლეები