"ოცნებას" რუსეთთან, ფაქტობრივად, კაპიტულაცია აქვს არჩეული - ხატია დეკანოიძე
"ოცნებას" რუსეთთან, ფაქტობრივად, კაპიტულაცია აქვს არჩეული, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლების ოკუპანტთან კეკლუცობა სწორედ ოკუპირებული ტერიტორიებს სრულ ანექსიას ემსახურება.
საქართველოს ხელისუფლებას, პრაქტიკულად, არჩეული აქვს კაპიტულაცია რუსეთთან, რომ საქართველოს ხელისუფლების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაში რუსეთთან, კეკლუცობა რუსეთთან და რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში სწორედ ხდებოდა იმიტომ, რომ საბოლოოდ, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები ანექსია მოხდეს და მათ შორის, ეს გულისხმობს ზუსტად სამხედრო ბაზების გაფართოებას, სხვა და სხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლების მუშაობის ჩავარდნას, - ამბობს დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც.
ბჟანიამ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთება არ გამორიცხა.