ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ენმ "ოცნებას" ჩუმად ელაპარაკება

05.10.23 14:12
ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ენმ "ოცნებას" ჩუმად ელაპარაკება

ვინ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? - პოლიტიკური ბრალდებების ცენტრი ხდება. გიორგი გახარიას გუნდში, ამტკიცებენ რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ოცნებას" ჩუმად ელაპარაკება.

პარტიაა "საქართველოსთვის" წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საჯარო განცხადებისა, რომ არ გეგმავენ იმპიჩმენტზე სხდომათა დარბაზში შესვლას, ისინი მაინც აპირებენ ხმა მისცენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას - გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს! - თქვა დღეს მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტიაა.

"ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტიაა. დღეს ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმისთანებისთვის. ნაცები და ქოცები ერთობლივად ცდილობენ ჩვენი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში. უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თითქოს, თუ ჩვენ შევალთ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ოცნებას დავეხმაროთ, რაც აბსოლუტური ტყუილია. თუ ვინმე შეიძლება ოცნების მხარდამჭერი გახდეს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" - მიხეილ დაუშვილი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომელ დეპუტატებს გულისხმობს გახარიას გუნდი და მოიაზრებენ თუ არა პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, დაუშვილი ამბობს, რომ "მათ შორის შესაძლებელია". 

მისი თქმით, ისიც შესაძლებელია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ფრაქციის მოქმედმა წევრებმაც მისცენ ხმა. 

 

მსგავსი სიახლეები