რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსება ოკუპირებულ აფხაზეთში - "ოცნება" ხელს სააკაშვილისკენ იშვერს

05.10.23 14:13
რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსება ოკუპირებულ აფხაზეთში - "ოცნება" ხელს სააკაშვილისკენ იშვერს

პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს შორის არანაირი ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება არ შედგა და ეს მხოლოდ ფორმალობაა.

ამასთან, "ოცნების" ლიდერი ხელს ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ირწმუნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც  სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვა. 

ჯერ ეს ერთი, სიმართლეა თუ არა, ეგ არავინ იცის. მეორეც ერთი, არანაირი შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის არ არსებობს. ეს არის გარკვეული ფორმალობა, ხანდახან საშუალებას მისცემენ ბჟანიას, რომ დაელაპარაკოს მაღალ დონეზე ვინმეს, მათ შორის, პრეზიდენტს. ეს არის რუსეთის ინტერესი ძალები მოიკრიბოს იმისთვის, რათა კავკასიის რეგიონი არ დათმოს, რომელიც სააკაშვილმა ჩააბარა 20%-ის ოდენობით. რასაკვირველია, ეს მისთვის მიზანი იყო და მიზნად რჩება. სამხედრო ბაზების მობილიზაცია ამ სივრცეში, რასაკვირველია, მობილიზაციის საშუალება მიეცა მას მერე, რაც დანაშაულებრივი შეცდომები ჩაიდინა სააკაშვილის ხელისფლებამ, - ამბობს ვოლსკი. 

შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპრებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია სოჭში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც  აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების გახსნაზე ისაუბრეს. გაფორმად ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაც. 

ბჟანიამ ასევე ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთება არ გამორიცხა. 

 

მსგავსი სიახლეები