"ოცნებას" ჩვენთან არ უვაჭრია, თუ ვინმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს იმპიჩმენტის პროცესში, ენმ-ზე უკეთესს პარტნიორს სად იშოვის - ხვიჩია

05.10.23 14:46
"ოცნებას" ჩვენთან არ უვაჭრია, თუ ვინმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს იმპიჩმენტის პროცესში,  ენმ-ზე უკეთესს პარტნიორს სად იშოვის - ხვიჩია

ვაჭრობს თუ არა "ოცნება" ხმებზე ოპოზიციასთან - "გირჩის" ლიდერი გახარიას გუნდის სკანდალური განცხადების განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ "ენმ- და "ოცნება" შეთანხმებულად მოქმედებენ და ამას მათი გუნდი წლებია საუბრობს. 

რაც შეეხება "გირჩის" პოზიციას, იაგო ხვიჩიას თქმით, მასთან "ოცნებიდან" არავინ მოსულა და ვაჭრობა არ დაუწყია. 

ამას ვამბობთ რამდენიმე წელია, რომ ესენი შეთანხმებულად მოქმედებენ. "ქართული ოცნება" ჩვენთან არ მოსულა და ვაჭრობა არ დაუწყიათ, რადგან უფრო იაფად გამოდიან ჩვენ კოლეგებთან, პრაქტიკა ამას აჩვენებს. მოლოდინები მაქვს, რომ თუ ვინმეს იმედი შეიძლება ჰქონდეს "ქართულ ოცნებას" ამ პროცესში "ნაც მოძრაობაზე" უკეთესს პარტნიორს სად იშოვის. ჩვენ დიდი მოლოდინით ველოდებით, როდის გადმოინაცვლებს სასამართლოდან აქ ეს პროცესი, მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ დავაკვირდებით - იაგო ხვიჩია. 

გახარიას გუნდში ამტკიცებენ, რომ რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ენმ "ოცნებას" ჩუმად ელაპარაკება.  

მსგავსი სიახლეები