ვის თამაშზე საუბრობთ საერთოდ?! საქართველოს ინტერესებს ეთამაშებით - კოპალეიშვილი კობახიძეს
სიტყვათა თამაში და დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში - ხმაური ანრი ოხანაშვილის კითხვამ გამოიწვია, რომელმაც მაია კოპალეიშვილს ჰკითხა, დღეს წარმოადგენენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს? რაზეც კოპალეიშვილმა უპასუხა, რომ დიახ, ისინი არიან პრეზიდენტის წარმომადგენელი.
ანუ არ წარმოადგეთ პრეზიდენტს, ხართ წარმომადგენლები? - იყო ოხანაშვილის კითხვა.
რაზეც პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადგილი აქვს სიტყვათა თამაშს.
ამ დროს საქმეში ირაკლი კობახიძე ჩაერთო და პრეზიდენტის წარმომადგენლების მისამართით იკითხა: რატომ გვეთამაშებით?
თქვენ იმპიჩმენტის პროცედურით ბატონო ირაკლი ეთამაშებით საქართველოს ინტერესებს, ვის თამაშზე საუბრობთ საერთოდ". - უპასუხა კოპალეიშვილმა.
როცა დაბრუნებით ხელისუფლებაში, მაშინ ილაპარაკეთ პოლიტიკურ თემებზე - უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს.