"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - დაპირისპირება სასამართლოში

05.10.23 14:40
"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - დაპირისპირება სასამართლოში

"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ამ სიტყვებით სცადა მხარეების განეიტრალება სასამართლოს პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

დაპირისპირება სასამართლოში ანრი ოხანაშვილის კითხვას მოჰყვა. ოხანაშვილი დაჟინებით ითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლებისგან მიეღო პასუხი კითხვაზე:

არის სამი ვერსია, ან წარმოადგენთ პრეზიდენტს, ან ახორციელებთ წარმომადგენლობას, ან ხართ წარმომადგენლები ან სამივე ერთად. რთულ კითხვას არ ვსვამ. მიპასუხეთ". - აცხადებდა ოხანაშვილი.

პრეზიდენტის წარმომადგენლები კი თავიდან ოხანაშვილის ამ კითხვას სიტყვათა თამაში უწოდეს, თუმცა ბოლოს ისე დაიღალნენ "ოცნების" დეპუტატის გაჯიუტებით, რომ პასუხი აღარ გასცეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები