გაჭიანურებული საქმეები და პრობლემები სასამართლო სისტემაში - "სასამართლო გუშაგის" ხმაურიანი დასკვნა
სასამართლო არაეფექტურად მუშაობს, - ამ დასკვნამდე გავლენიანი ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგი" მივიდა. ანგარიშის მიხედვით, რომელიც ნაზი ჯანეზაშვილის გუნდმა დღეს გამოაქვეყნა, დგინდება, რომ საჭირო 737 მოსამართლის ნაცვლად ქართული სასამრთლო 335 მოსამართლით არის დაკომპლექტებული. ხელმისაწვდომი არ არის ცნობები საქმეთა განხილვის ვადების შესახებაც. გარდა ამისა, ირკვევა, რომ 59 მოსამართლე ქვეყანაში არ მუშაობს იმ სპეციალიზაციით, რომელშიც ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.
მწვავე პრობლემად შეიძლება დავასახელოთ საქმეთა ნაკადის მართვა, როდესაც ხელისუფლება, როდესაც უშუალოდ სასამართლო სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში არის სასამართლოში პრობლემა საქმეთა ნაკადის კუთხით და გადატვირთულობის კუთხით, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახოთ რა ზომებს იღებს სასამართლო და ჩვენი შეფასებით, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასამართლოში ეს პრობლემა დაიძლიოს. როგორც მინიმუმ, სტატისტიკურ ინფორმაციას არ ამუშავებენ იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი საქმეა, მაგალითად, განხილული კანონით დადგენილ ვადაშია, რამდენი გადაწყვეტილება ჩაბარდა, ვთქვათ, მხარებს კანონით დადგენილ ვადაში და ა.შ. საქართველოში მოსამართლეთა რაოდენობა არ არის ადეკვატური და ამ კუთხით ეს ქმნის პრობლემას. როდესაც ადამიანი მიმართავს სასამართლოს და როდესაც ის ელოდება მართლმსაჯულების გახორციელებას, მას უწევს წლების განმავლობაში ლოდინი, რომ მიაღწიოს შედეგებს, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.