მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ გონივრულად მანევრირება - ღარიბაშვილი
მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ გონივრულად მანევრირება - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის გახსნამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
"„ჩვენ არ გვაქვს არც ნატო-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის ამ ტურბულენტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება, მე ასე ვიტყოდი. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განმარტა რა საკითხებზე ისაუბრებს ქართული დელეგაცია.
„მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ და ახლა უკვე საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი". - განაცხადა პრემიერმა
რა თქმა უნდა, განხილვის მთავარი თემა ასევე იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, ომი უკრაინაში და აქედან გამომდინარე, გამოწვევები ჩვენთვის. ამიტომ, ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა ამ კონფერენციაში“, - განაცხდა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ესპანეთის ქალაქ გრანადაში დღეს იხსნება.