დადიანზე, კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს
თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის უცნობია, აღენიშნება თუ არა ცხედარს დაზიანებები. დეტალებს ამ წუთებში ადგილზე გამოძახებული ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები არკვევენ.