ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზა უკრაინის წინააღმეგ საბრძოლო მოქმედებებში იქნება გამოყენებული - პაატა დავითაია
„ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ბაზების განთავსებასთან არის კავშირში. ოპოზიციის წევრის განმარტებით, რუსული სამხედრო ბაზის აშენება ანაკლიის პორტის სიახლოვეს იგეგმება, რაც ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხეს შეუქმნის. ამასთან, დავითაიას თქმით, აღნიშნული ბაზა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის იქნება გამოყენებული.
ოფიციალურად იქმნება რუსული სამხედრო საზღვაო ბაზა, რაც ძალიან სახიფათოა ისეთი პროექტებისთვის, როგორიც არის ანაკლიის პორტი, იმიტომ, რომ რამდენიმე კილომეტრში იმყოფება ეს სამხედრო ბაზა ანაკლიის პორტისგან და ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც დააპირებს შემოსვლას, იქნება საფრთხის ქვეშ. შავიზღვისპირეთში ემატება ახალი საზღვაო ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის წინააღმეგ საბრძოლო მოქმედებებში, - ამბობს „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.