"უთხარი არა რუსულ კანონს" - აქცია საქართველოს პარლამენტთან

05.10.23 15:16
"უთხარი არა რუსულ კანონს" - აქცია  საქართველოს პარლამენტთან

უთხარი არა რუსულ კანონს" - საქართველოს პარლამენტთან აქცია იმართება. კარვები, დროშები, საყვირები, ხმის გამაძლიერებლები და ბანერებიც - ყველა ის ატრიბუტიკა, რომელიც დღის ბოლოს დიდი ალბათობით უკანონო ნივთებად იქცევა,  სამოქალაქო აქტივისტებმა ისევ ქუჩაში გაიტანეს.

ამ წუთებში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდები აპროტესტებენ კანონის მიღებას, რომელიც მათ შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ახლოსაც ვერ მივა, სამაგიეროდ ახლოს არის მხოლოდ რუსეთთან.

ეს არის აზრის თავისუფლად გამოხატვის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია - ამბობენ აქციის მონაწილეები.
 

მსგავსი სიახლეები