სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადასტუროს - კოპალეიშვილი
პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მთავარსარდალს კონსტიტუცია არ დაურღვევია.
კოპალეიშვილის თქმით, სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაადასტუროს.
პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და არ არსებობს ამის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანოს გადაწყვეტილება, დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას". - განაცხადა კოპალეიშვილმა.