გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია - კალაძე

05.10.23 15:37
გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი მას პირველი არღვევს.

„ვფიქრობ, თავიდანვე ნათელი იყო ყველაფერი, თავიდანვე აშკარად იკვეთებოდა ის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. პროცედურა ამას ითვალისწინებს. აუცილებელია, რომ მოხდეს განხილვა, კითხვების დასმა, პასუხები. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოჩნდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რაც ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. პრეზიდენტი პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, პატივს სცემდეს სახელმწიფოს, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და პირველი გამოვიდა ის, ვინც არღვევს ამ ყველაფერს", - განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები