იმედია, ჩვენ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ - ღარიბაშვილი
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ და ხალხი და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
„ მიუხედავად ძალიან ბევრი შიდა მტრისა თუ გარე მტრისა, რომელიც ეხმარება და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მე მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.