მოახერხა თუ არა "ოცნებამ" დეპუტატების გადაბირება - რას ამბობენ ენმ-ის სიით შესული დეპუტატები იმპიჩმენტზე

05.10.23 15:52
მოახერხა თუ არა "ოცნებამ" დეპუტატების გადაბირება - რას ამბობენ ენმ-ის სიით შესული დეპუტატები იმპიჩმენტზე

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით შესული დეპუტატები იმპიჩმენტის კენჭისყრას დაესწრებიან. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მწვანე ღილაკის ნაცვლად ხელს წითელს მიაჭერენ. ეს ის დეპუტატები არიან, ვისი მისამართითაც ბევრი კითხვას არსებობს. 

არსებობს თუ არა პოლიტიკური გარიგება "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის? - უმსხვილესი პარტიის სახელით პარლამენტში შესული დეპუტატები ამ საკითხზე გადაჭრით ამბობენ, რომ შეთანხმება მმართველ პარტიასთან არ არსებობს. 

გააჩნია, რა ვითარება იქნება იმ დღეს. თუ აუცილებლობა იქნება იმისა, რომ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება ამ იმპიჩმენტის მიმართ გამოვხატოთ წითელი ღილაკით, მაშინ უნდა ვიყო დარბაზში და წითელ ღილაკს დავაჭირო ხელი. თუ ამის აუცილებლობა არ იქნება და გარეთ ყოფნა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ არ ვეთანხმებით იმპიჩმენტს, მაშინ ვიქნები გარეთ. წინააღმდეგი ვარ ამ იმპიჩმენტის, ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება, მაგრამ რანაირად გამოიხატება და რა ფორმით, საერთოდ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
ცუდი მაგალითები არ გახსოვთ, ის მაგალითი სულ სხვა გაუგებრობის შედეგი იყო,“ - ამბობს ნატო ჩხეიძე.

მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა მისი საქმიანობის მიმართ, მე იმპიჩმენტს, რომელიც „ოცნებამ“ წამოაყენა, არ დავუჭერ მხარს. 
(ჟურნალისტის კითხვა: ოცნებას თუ ჰქონდა მცდელობა, რომ მოლაპარაკება დაეწყო თქვენთან?) მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ ამას აზრი არ აქვს და ალბათ, იციან.
(ჟურნალისტის კითხვა: აპირებთ კენჭისყრის დღეს შესვლას დარბაზში?) არ ვიცი, ვნახოთ, თუ ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება იქნება, რომ არ ვიყოთ დარბაზში და ამით პოლიტიკური პოზიცია გამოვხატოთ დამატებით გარდა იმისა, რომ ხმას არ მივცემთ, კი ბატონო,“ - ამბობს ქარდავა.

შეთქმულების თეორიები რომ არ ყოფილიყო, მე აუცილებლად შევალ მეთქი დარბაზში და წინააღმდეგ დავაჭერ თითს, რომ ვეწინააღმდეგები იმპიჩმენტს. რაც შეეხება, გახარიას, რატომ უნდა ვენდო მისი შეთქმულების თეორიას. თუ ის საუბრობს საკუთარი გამოცდილებით, მას ადგილობრივ არჩევნებში ჰქონდა რაღაც მოლაპარაკებები და შეიძლება ჰგონია, რომ სხვასთანაც შეიძლება იყოს, მსგავსი რამ არ მსმენია და აბსოლუტურად გამოვრიცხავ ამ თემას,“ - ამბობს თაკო ჩარკვიანი. 

 

მსგავსი სიახლეები