"ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ და თქვენ არ უპასუხეთ" - კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს
"ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ და თქვენ არ უპასუხეთ" - ასე დაიწყო პრეზიდენტის წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვის პასუხი ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილისა და მაია კოპალეიშვილის მისამართით.
კოპალეიშვილმა სასამართლო სხდომაზე კობახიძეს ჰკითხა, რას გულისხმობთ მოლაპარაკებებში, რაზეც "ოცნების" თავმჯდომარემ მცირე გადახვევა გააკეთა და სასამართლო პროცესზე ქეთი დოლიძის "კუკარაჩა" გაიხსენა.
სადაც კი წარდგება პრეზიდენტი ყველგან ასრულებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ამას ეხებოდა ქალბატონი ევა გოცირიძის შვიდი კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, უფრო სწორად მოგარტყათ და თქვენ არ უპასუხეთ, მაპატიეთ მცირე გადახვევისთვის. რეალურად, წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს, როდესაც შენ წარადგენ საგარეო ურთიერთობებში შენს ქვეყანას ნებისმიერი ფორმით.
რაც შეეხება მოლაპარაკებებში რა იგულისხმება, ამას ზუსტად არ აზუსტებს კონსტიტუცია, ეს შეიძლება იყოს რომელიმე კანონში, მაგალითად მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით, შეიძლება რომელიმე შპს-ს ეწეროს თავის დებულებაში. აქ არავითარი განსხვავება არ არის. მოლაპარაკებებში რეალურად იგულისხმება ნებისმიერი შედეგი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი". - განაცხადა კობახიძემ.