"ყველამ თავის თავზე აგოს პასუხი" - იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს "ენმ" მათი სიით გასულ დეპუტატებზე პასუხისმგებლობას იხსნის
შეძლო თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის გადაბირება იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოსაბილიზებლად - დიდი ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პოზიციას არ ცვლის. პარტიის წევრები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დღეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სხდომას არ დაესწრებიან.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და ფრაქცია პარლამენტში 20 დეპუტატით არის დაკომპლექტებული. თუმცა ხაბეიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ სხდომას არ დაესწრებიან, შესაბამისად,სპეკულაციების სივრცეს გამორიცხავენ. რაც შეეხება, ენმ-ის სიით გასულ დეპუტატებს, ფრაქციის წევრები მათზე პასუხისმგებლობას სრულად იხსნიან.
ყველამ თავის თავზე აგოს პასუხი, სრული ბოდვაა, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის განცხადება გაკეთებული აქვს და სჯობია, იფიქროს ყველამ იმაზე და მიბაძოს ენმ-ს და არ შევიდეს სხდომათა დარბაზში,“ - ამბობს ბოტკოველი.
ენმ-მ თავიდანვე გამოვრიცხეთ ამ პროცესში მონაწილეობა, ამ აბსურდში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ეს პროცესი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას და არ მიგვაჩნია სწორ პოლიტიკურ პროცესად ახლა. ჩვენ არ ვიქნებით დარბაზში და ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენს ფრაქციაზე,“ - განაცხადა კირკიტაძემ.